თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი ჰიპოვოლემიის განვითარების ბიოქიმიური მექანიზმი ჰემორაგიული შოკის დროს მოდულის დასახელება : ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია ჰიპოვოლემიური შოკის ზუსტი პათო- ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ჰემორაგიული შოკი ჰიპოვოლემიური შოკის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც უხვი სისხლკარგვის (ჰემორაგიის) შედეგად მცირდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, რაც საშუალო არტერიული წნევის დაქვეითებას, ვენური შევსების შემცირებას, გულის კუნთის შეკუმშვის ძალის დაქვეითებას და შოკის განვითარებას განაპირობებს. ჰიპოვოლემიური შოკისათვის დამახასიათებელია რეფლექსური ვაზოდილატაციით განპირობებული მწვავე ჰიპოტენზია (Landry D.W., Oliver J.A., 2001). ამგვარად, უხვი ჰემორაგიის საკვანძო...